ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა - ლევან ბეჟაშვილი

08.09.22 13:39
ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა - ლევან ბეჟაშვილი

მოსმენების შესახებ კანონი - ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებასა და კრიტიკას იზიარებს.

ხელისუფლების ოპონენტები ეთანხმდებიან ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, რომ მოსმენების კანონის მიღება ჩვენს ქვეყანას ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს.

ამერიკის საელჩოს ბოლო განცხადება კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ მოსმენების შესახებ კანონის მიღებითა და ვეტოს დაძლევით ,,ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა. 

ხელისუფლება გადავიდა ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე და ბუნებრივია, ეს კანონი გამოიყენება მოქალაქეების კონტროლის მიზნით. 

ეს რეალობა მიუღებელია როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი  საზოგადოებისთვისაც - განაცხადა ,,ენმ"-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. 

კიდევ ერთი წითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. დიპლომატიური უწყების საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ტოტალური მოსმენების დაკანონება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და საქართველოს  ევროპულ ინტეგრაციას აშორებს.

 

მსგავსი სიახლეები