გინდა USAID- ის იყოს და გინდა მარსის, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი - ქადაგიშვილი

08.09.22 13:21
გინდა USAID- ის იყოს და გინდა მარსის, ეს არის  პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი - ქადაგიშვილი

ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება - USAID-ის ანგარიშის მწვავე კრიტიკას „ქართულ ოცნებაში ირიონიით ხვდებიან და დოკუმენტის სანადოობას ეჭვქვეშ აყენებენ. 

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ანგარიში პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„გინდა USAID- ის იყოს და გინდა მარსის, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ეს არ არის,  ეს არის ტყუილზე და გარკვეული ბინძური, პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაცა ჯგუფის ქოლგის ქვეშ გაკეთებული განცხადება“. - ამბობს ქადაგიშვილი.

USAID-ის ანგარიშის ერთი ნაწილი რომელიც, საქართველოს ეხება პირდაპირ წერია ბიძინა ივანიშვილის ფარულ გარიგებებზე რუსეთთან, მის დამალულ ბიზნესებზე რუსეთში და იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული. 

ამერიკის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების საქმიანობაც არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტად ხდიან დამოკიდებულს რუსეთზე.

დოკუმენტში წერია, რომ  ბერკეტი შეიძლება იყოს  კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვია და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა დასანქცირება. 

მსგავსი სიახლეები