მოსმენების შესახებ კანონის მიღება საქართველოს აშორებს ევროპული ინტეგრაციას - აშშ-ის საელჩო

08.09.22 10:21
მოსმენების შესახებ კანონის მიღება საქართველოს აშორებს ევროპული ინტეგრაციას - აშშ-ის საელჩო

არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან - მოსმენების შესახებ კანონის მიღებას საქართველოში აშშ-ს საელჩო საგანგებო განცხადებით ეხმაურება. 

მათივე შეფასებით, მოსმენების კანონის მიღება საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან აშორებს.

პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა -  ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები