ფრთხილად იყავით ბიჭებო, თქვენს ანგარიშებსაც ემუქრებათ საფრთხე - ხაბეიშვილი კობახიძე-ღარიბაშვილს
ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება - USAID- ის ანგარიშის მწვავე კრიტიკას ოპოზიცია ეხმაურება.
ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ რეჟიმის დასასუსტებლად და ახლა ჯერი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზეა.
ხაბეიშვილი ასევე ღარიბაშვილს და კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ მათ მომავალსაც სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ეს ახალი დოკუმენტი არის კიდევ ერთი დამატებითი საფუძელი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ივანშვილი და მისი გარემოცვა სანქცირებული. ამასობაში, მყიფე სახეებით რომ აკეთებენ განცხადებებს და აქა იქ ჩაიცინებენ ხოლმე ბიჭები, ვგულისხმობ ღარიბაშვილს და კობახიძეს, ემანდ ცოტა ფრთხილად იყავით ბიჭებო, თქვენს ანგარიშებსაც, თქვენს მომავალსაც ემუქრებათ სერიოზული საფრთხე და ეგ სიცილი დაგიმთავრდებათ ძალიან ცუდად. დასავლელი პარტნიორები აკეთებენ ყველაფერს რეჟიმის დასასუსტებლად და შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც მიღებული აქვთ. უბრალოდ, უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე და აღვასრულოთ, მისი აღმატებულება ქართველი ხალხის ნება“. - ამბობს ხაბეიშვილი.
ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება ამერიკულ დოკუმენტში მოხვდა. USAID- ის ანგარიშის ერთი ნაწილი რომელიც, საქართველოს ეხება პირდაპირ წერია, ბიძინა ივანიშვილის ფარულ გარიგებებზე რუსეთთან, მის დამალულ ბიზნესებზე რუსეთში და იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული.
ამერიკის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების საქმიანობაც არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტად ხდიან დამოკიდებულს რუსეთზე.
დოკუმენტში წერია, რომ ბერკეტი შეიძლება იყოს კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვია და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა დასანქცირება.