გასაკიცხი არ არის - "ოცნებაში“ ოთხეულის ანტიამერიკულ განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავენ

08.09.22 13:58
გასაკიცხი არ არის - "ოცნებაში“ ოთხეულის ანტიამერიკულ განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავენ

„ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის ოთხეულის ანტიამერიკულ განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავენ. 

მეტიც, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მაჭარაშვილი, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილის გზავნილები გასაკიცხი არ არის.

ყველას შეიძლება თავისი შეხედულებები ჰქონდეს. ამაში მე რაღაც გასაკიცხს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება შინაარსობრივად, ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ამერიკის სალეჩოსთვის კარგად ცნობილია, რომ პარლამენტშ უნდა იყოს კიდევაც აზრთა სხვადასხვაობა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის სახელმწიფოს კონსორიდირებული შეხედულება ან დამოკიდებულება“.- ამბობს სერგეენკო.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ბექა დავითულიანი არ გამორიცხავს, რომ ამერიკას თავისი აგენტურა საქართველოშც ჰყავდეს.

იმაში კი არ არის პრობლემა, რომ დიდ სახელმწიფოს ჰყავს აგენტურა, არამედ იმაში ვინც აგენტია, მის მორალურ მდგომარეობაში, თორე დიდ სახელმწიფოს რომ აგენტები ჰყავს, ამაშ გასაკვირი არაფერი არაა“. - ამბობს დავითულიანი.

ოთხეული ამტკიცებს, რომ აგენტურის დიდი ნაწილი ოპოზიციის წევრები არიან და შტატების საელჩო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. 

მაჭარაშვილი, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი წერენ, რომ ამერიკის საელჩომ ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის მოსაწყობად სახელმწიფო სტრუქტურებში საკუთარი ხალხი ჩანერგა და ამ დრომდე ისინი შტატების დაკვეთებს ასრულებენ.
 

მსგავსი სიახლეები