როდესაც ეყრდნობით გიგაურის NGO-ს, ასეთი ფრაზები გაგეპარება - კობახიძე USAID-ის წინააღმდეგ
„სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება“. - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ დოკუმენტს.
რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერი დღესავით ნათელია, როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი NGO-ა, მაგრამ ვიცით მისი რეპუტაცია, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება ამერიკულ დოკუმენტში მოხვდა. USAID- ის ანგარიშის ერთი ნაწილი რომელიც, საქართველოს ეხება პირდაპირ წერია, ბიძინა ივანიშვილის ფარულ გარიგებებზე რუსეთთან, მის დამალულ ბიზნესებზე რუსეთში და იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული.
ამერიკის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების საქმიანობაც არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტად ხდიან დამოკიდებულს რუსეთზე.
დოკუმენტში წერია, რომ ბერკეტი შეიძლება იყოს კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვია და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა დასანქცირება.