ბევრი წელია, იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია ყვავის - ეკა გიგაური

08.09.22 15:44
ბევრი წელია, იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია ყვავის - ეკა გიგაური

კიდევ ერთი დადასტურება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კორუფციაა - არასამთავრობო სექტორი USD -ის კრიტიკულ და მწვავე დოკუმენტს ეხმიანება, სადაც პირდაპირ წერია ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაზე, ოლიგარქის ფარულ გარიგებებზე კრემლთან და მის დამალულ ბიზნესებზე რუსეთში.   

ძალიან ბევრი წელია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ფაქტიურად ყვავის კორუფცია. ჩვენს ანგარიშებში მოყვანილი გვაქვს ინფორმაციები საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით, ან  მაგალითად, როგორ გამოიყენება მმართველი პარტიის მიერ მთლიანად სისტემა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 

ჩვენი პარტნიორები ჩვენს ანგარიშებს ყურადღებით კითხულობენ. რა თქმა უნდა, იზიარებენ იმას, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვაქვს. 

მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა ამის გათვალისწინებით იმუშავონ ქვეყნის შიგნით, რადგან როცა ყველა რისკი იცი, ისიც იცი, როგორ გაუმკლავდე ყველა გამოწვევას. - აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური

USAID-ის ანგარიშის ერთი ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, პირდაპირ წერია ბიძინა ივანიშვილის ფარულ გარიგებებზე რუსეთთან, მის დამალულ ბიზნესებზე რუსეთში და იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული. 

ამერიკის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების საქმიანობაც არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტად ხდიან დამოკიდებულს რუსეთზე.

დოკუმენტში წერია, რომ  ბერკეტი შეიძლება იყოს  კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვისა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა დასანქცირება. 

მსგავსი სიახლეები