საეჭვო ფრენა საქართველოს გავლით - საქართველომ ირანულ სატვირთო თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა
საქართველომ ირანულ სატვირთო თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა და რუსეთის ტერიტორიაზე გაატარა. ფრენა 4 სექტემბერს შესრულდა. ჩანაწერებს ''ფლაი რადარი'' ავრცელებს.
მაშინ როდესაც რუსეთმა საჯაროდ თქვა, რომ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ყიდვას იწყებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს, არ არის გამორიცხული ამ სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე სწორედ ეს შეიარაღება ყოფილიყო.
ექსპერტები მეორე ვერსიაც. საქართველოს საჰაერო სივრცით, ისლამური, რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა ისარგებლა, რომელიც ამერიკას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.