პედოფილიის სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლში - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია
60 წლის კაცი, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონას გაუპატიურების მცდელობაშია ბრალდებული, ამ დრომდე მიმალვაშია - პარალელურად "ტვ პირველმა" სავარაუდო მოძალადის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა.
ირკვევა, რომ ტაქსის მძღოლი სექსუალურ ძალადობას სხვა მოზარდზეც ცდილობდა. რამდენიმე თვის წინ, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მას გოგონას ოჯახი ფიზიკურად გაუსწორდა.
უმძიმეს ბრალდებებზე დუმს სავარაუდო მოძალადის ოჯახი. 13 წლამდე მსხვერპლი უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესშია. მან პოლიციას მომხდარის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება.