არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან - კობახიძე კრამონზე

08.09.22 16:18
არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან - კობახიძე კრამონზე

ირაკლი კობახიძის თავდასხმა ვიოლ ფონ კრამონზე - "ოცნების" თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, ძალიან მძიმე უწოდა.

კობახიძის თქმით, კრამონი არათუ გვარამიასთან, არამედ არსად შესაშვები არ არის.

"ვიოლ ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომელიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.

მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით - მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან". - თქვა კობახიძემ.

თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი გუშინ, 7 სექტემბერს ნიკა გვარამიასთან საპატიმროში არ შეუშვეს.
 

მსგავსი სიახლეები