პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესი მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა
80 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილება.
საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს მსხვილმა ოპოციურმა პარტიებმა ,,ნაცმოძრაობამ", ,,ლელომ" და ,,სტრატეგია აღმაშენებელმა".
კენჭისყრას პარლამენტის 118 წევრი ესწრებოდა, აქედან ,,ქართული ოცნებიდან" - 72. რომ არა გარკვეული ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის: გახარიას პარტიის, ,,საქართველოსთვის" ნაწილის, ,,გირჩის", ,,ევროპელი სოციალისტებისა" და ,,მოქალაქეების" თანხმობა, აღნიშნული ინიციატივა არასაკმარისი ხმების რაოდენობის გამო ჩავარდებოდა.
,,ოცნება" ცდილობს, პროცედურულ საკითხებში გადაიყვანოს ეს საკითხი, რა თქმა უნდა პროცედურა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, როგორი კანდიდატები გვეყოლებიან ომბუდსმენის პოსტზე, ასვე, ექნებათ თუ არა ამ კანდიდატებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
მეორე მოსმენით მხარი დავუჭირეთ, უფრო სწორად, ჩვენი დეპუტატების ნაწილმა მხარი დაუჭირა მხოლოდ მეორე მოსმენის ფარგლებში, ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო ჯამში, რა სახის რედაქციას მივიღებთ - განაცხადა პარტიის ,,საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა.
ახლა საინტერესოა, როგორ აპირებს ცხრა კაციანი ჯგუფის დაკომპლექტებას ,,ქართული ოცნება", რომელიც არასამთავრობო სექტორით შეივსება და რომელიც ომბუდსმენის კანდიდატებს წარადგენს.