გახარიას გუნდი: გელა აბულაძე თავისუფალია
გიორგი გახარიას თანაპარტიელი, გელა აბულაძე თავისუფალია - ინფორმაციას და საქალაქო სასამართლოში გადაღებულ ფოტოს პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
დღეს, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პოლიტპატიმარი გელა აბულაძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ არ არსებობდა გელა აბულაძის პატიმრობაში დატოვების არცერთი საფუძველი"- აცხადებენ პარტიაში.
წალენჯიხაში საკრებულოს წევრი და პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გელა აბულაძე 2021 წლის 28 მარტს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ დაუფლების ბრალდებით დააკავეს.
უფლებადამცველები და აბულაძის თანაპარტიელები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.