"მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა" - შსს მძიმე ბრალდებით დაკავებულ ტაქსის მძღოლზე
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაული - შინაგან საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
გომალაურის უწყებაში აცხადებენ, რომ 63 წლის კაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, - წერს შსს.