"12 წლის გოგონა მანქანაში ჩაისვა და მიყრუებული ადგილისკენ გაიტაცა" - ტაქსის მძღოლს მეხუთეკლასელის გაუპატიურებას ედავებიან

08.09.22 20:03
"12 წლის გოგონა მანქანაში ჩაისვა და მიყრუებული ადგილისკენ გაიტაცა" - ტაქსის მძღოლს მეხუთეკლასელის გაუპატიურებას ედავებიან

პედოფილიის ბრალდებით პენსიონერია დაკავებული  - "ტვ პირველმა" შიდა ქართლში მომხდარი  უმძიმესი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 

მეზობლების ინფორმაციით, 63 წლის კაცმა 12 წლის გოგონა მანქანით გაიტაცა და იძალადა. 

მსხვერპლი სავარაუდო მოძალადის მეზობელია. მოზარდი საბედისწერო დღეს სახლიდან გარეთ თანატოლებთან სათამაშოდ გავიდა, ამ დროს კი მასთან მეზობელი კაცი მივიდა, მანქანაში ჩაისვა და მიყრუებული ადგილისკენ გაიტაცა. 

პედოფილიაში მხილებული კაცი და მეხუთე კლასელი გოგონა ერთ კორპუსში ცხოვრობენ. კაცი მოზარდის ოჯახს კარგად იცნობს და მოზარდიც ენდობოდა.  

მძიმე ამბავს კიდევ  უფრო მძიმე გაგრძელება მოჰყვა, ადგილობრივების თქმით, 60 წლის ტაქსის მძღოლი მოზარდებზე სისტემატურად ძალადობდა და გარყვნილ ქმედებაში აქამდეც შემჩნეული იყო. ბოლო ასეთი  შემთხვევის დროს სავარაუდო მსხვერპლის მამამ სასტიკად სცემა. 

შიდა ქართლში პედოფილი მეზობლის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, ერიდებოდნენ თუმცა პოლიციას არავინ შეატყობინა.

ბრალდებული კაცის მეზობლები შურისძიებით იმუქრებიან და ამბობენ რომ თუ ოჯახს მათ უბანს არ დატოვებს სახლ-კარს გადაუწვავენ. 

მეხუთე კლასელი ბავშვი, სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტომ უკვე თავშესაფარში გადაიყვანა, ახლა 12 წლის გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები