საეჭვო ფრენა საქართველოს გავლით - ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია
როგორ აღმოჩნდა ირანული სატვირთი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში - ერთდღიანი დუმილის შემდეგ ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია.
ფრენებბზე პასუხისმგებელი ეკონიომიკის უწწყების ხელმძღვანელმა , პირველი კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ლევან დავითაშვილის მტკიცებით, საქართველოს საერთაშორისო სანქციები არ დაუღვევია. მისი თქმით, ირანული ავიაკომპანია "ირანეარ კარგო" სანქცირებული არ არის და მედიაში დეზინფორმაცია გავრცელდა.
ეს არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რომელსაც ჩენ, სამწუხარდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე, რეგულარულად, გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართელოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში. ეს არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა, ნავიგაციამ, ყველა წესის დაცვით მისცეს საქართელოზე გადაფრენის საშუელება, - განაცხადა ეკომონიკის მინისტრმა.
"პირველებმა" მინისტრს კითხვა რადარების გათიშის მიზეზებზეც ჰკითხა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ შტატებმა დაასანქცირა 4 ირანული კომპანია, რომელიც რუსეთს საბრძოლო დრონებს მიაწვიდის. არსებობდა ეჭვი, რომ ეს დრონები რუსეთში ირანული სატვირთო თვიმფრინავით გადაიტანეს, რომლესაც საქართველომ ცა გაუხსნა.
4 სექტემბერს საქართველომ ცა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ირანულ ავიაკომანიას გაუხსნა და რუსეთს ტერიტორიაზე გაატარა.
ირკვევა, რომ სომხეთში თვითმფრინავმა რადარი გათიშა და საქართველოს ტერიტორიაზე ისე შემოვიდა, რომ სისტემებს არ დაეფიქსირებინა, თუმცა ამბავი გასაიდუმლოებული ფრენიდან 4 დღის შემდეგ გასკდა.
რა ტვირთი იყო ბორტზე, რომელიც საქართველოს ირანიდან რუსეთში გაატარა? არსებობობს ეჭვი, რომ ეს ის უპილოტო საფრენი აპარატებია, რომელიც უკრაინასთან ომისთვის რუსეთმა ირანში იყიდა.