საეჭვი ფრენა საქართველოს გავლით - ოპოზიცია დიდ საერთაშოიროს სკანდალზე საუბრობს
საეჭვი ფრენა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით - ოპოზიცია დიდ საერთაშოიროს სკანდალზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი არ გაორიცხავს, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
თუ დადასტურდა ეს ინფრომაცია, ბუნებრივია, საქმე ბევრად უფრო სერიოზულად გვაქვს, ვინაიდან მარტო საერთაშორისო სანქციებით, ამ შემთხვევაში, აღარ შემოიფარგლებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და აქ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დაისმევა, იმიტომ, რომ შეუძლებელია საერთაშორისო წესრიგით დაწესებული სანქციებისთვის თვაის არიდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობით შემოფარგლებოდეს და აქ ბევრად უფრო დიდ საერთაშორისო სკანდალთან გვექნება საქმე, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
4 სექტემბერს საქართველომ ცა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ირანულ ავიაკომანიას გაუხსნა და რუსეთს ტერიტორიაზე გაატარა.
ირკვევა, რომ სომხეთში თვითმფრინავმა რადარი გათიშა და საქართველოს ტერიტორიაზე ისე შემოვიდა, რომ სისტემებს არ დაეფიქსირებინა, თუმცა ამბავი გასაიდუმლოებული ფრენიდან 4 დღის შემდეგ გასკდა.
რა ტვირთი იყო ბორტზე, რომელიც საქართველოს ირანიდან რუსეთში გაატარა? არსებობობს ეჭვი, რომ ეს ის უპილოტო საფრენი აპარატებია, რომელიც უკრაინასთან ომისთვის რუსეთმა ირანში იყიდა.