პარლამენტში დღეს სუსის შეფს მოუსმენენ - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა იგეგმება. ანგარიშს დეპუტატებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გააცნობს.
არსებული ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენა ღია სხდომაზე მოხდება, თუმცა კითხვა-პასუხის პროცედურის დაწყების შემდეგ პლენარული სხდომა შეიძლება დაიხუროს.
ფაქტი მოულოდნელი ამოჩნდა ოპოზიციისთვის. გრიგოლ ლილუაშვილს პასუხების გაცემა რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე მოუწევს. მათ შორის, ე.წ. სუსის კრეფსებზე.
გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებს აინტერსებთ, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე ოპოზიციას აინტერესებს, რას აკეთებს უწყება იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველო სანქციებისთის გვერდის ავლის მიზნით არ გამოიყენოს.
რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერი გრიგოლ ლილუაშვილი მოდის დღეს პარლამენტში. მის ანგარიშშ რუსულ ჯაშუშობაზე, აგენტურობაზე არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ, საუბრობს, რომ თურმე ოპოზიცია აწყობს დივერსიებს და ა.შ. უსმენს მამაოებს კელიებში, პედაგოგებს, არ ვიცი, აღსარებას რომ აბარებს ადამიანი, ამას ისმენენ, ცოლ-ქმარს შრის საუბარს ისმენენ, მათ შორის, მათივე თანაგუდენლებისას ანუ "ქართული ოცნების" ოჯახის წევრების ჩანაწერებს და კრეფსებს აკეთებენ შემდეგ ამაზე და ასეთი კაცი დღს მოვა, შარვალ-კოსტუმშ გამოეწყობა და მოყვება, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ის სახელმიფო უსაფრთხოებას იცავს. ამასობაში ტერორისტი ჩატაევი ისე შემოვიდა ქვეყანაში ვერ გაიგეს, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციისგან განსხვავებით სუსის შეფის მუშაობით კმაყოფილია "ქართული ოცნება" .
ვერცერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცულია. გამოწვევები ყველა ქვეყანას აქვს, მითუმეტეს, ჩვენ შეთხვევაში, როდესაც რეგიონშ ასეთი რთული ვითარებაა. რაც შეეხება ვიზიტორებს და ამ საკითხ, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამ მიმდინარე სიტუაციაში განსაკუთრებით და მე მჯერა, რომ დღეს ყველა ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ, - ამბობს დავით სერგეენკო.
გრიგოლ ლილუაშილის პარლამენტშ ანგარიშს დღს მეორე ნახევარში წარადგენს.