თუ ეკონომიკის მინისტრმა მოიტყუა, კინწისკვრით, დღესვე უნდა წავიდეს სამსახურიდან - გოცირიძე საეჭვო ფრენაზე
საეჭვო ფრენა საქართველოს გავლით - ენმ“-ს წევრი რომან გოცირიძე გამოძიების სასწრაფო წესით დაწყებას ითხოვს.
გოცირიძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ ირანული ავიაკომპანია სანქცირებულია და ტერორიზმშია მხილებული, გამოდის რომ ეკონომიკის მინისტრამ მოიტყუა და ოპოზიციონერის განცხადებით, დავითაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ახლავე უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს საკითხი არის ბოლომდე შესასწავლი. თუ ეს დადასტურდა და ეკონომიკის მინისტრმა მოიტყუა, ის დღესვე უნდა წავიდეს სამსახურიდან, კინწისკვრით. ეს არ არის ის ცრუპენტელობა, რომელსაც ყოველ დღე მტავრობა მოსახლეობას ატყუებს. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი“. - ამბობს გოცირიძე.
ეკონომიკის მინისტრი თავის მართლების რეჟიმშია. ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ავიაკომპანია, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა სანქცირებული არ არის და ევროპაშიც რეგულარულად დაფრინავს.