"გადამალეს სუსის უფროსი" - ოპოზიცია გრიგოლ ლილუაშვილის მოულოდნელ მოსმენას აპროტესტებს

09.09.22 15:29
"გადამალეს სუსის უფროსი" - ოპოზიცია გრიგოლ ლილუაშვილის მოულოდნელ მოსმენას აპროტესტებს

ოპოზიცია პარლამენტში სუსის შეფის მოულოდნელ მოსმენას აპროტესტებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ფორსმაჟორში გრიგოლ ლილუაშვილისთვის  კომფორტის შექმნას ცდილობს და მოსმენაც გამიზნულად დღის მეორე ნახავერში ჩანიშნა.

ოპოზიციამ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დღეს სხდომათა დარბაზში და ბიუროს სხდომაზე გააპროტესტა. მათი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ცოტა ადრე უნდა ყოფილიყო.

ამ ანგარიშის დამალვა და უცებ ასე მიფუჩეჩებით გამოგდება პარლამენტზე, ეს არის ნამდვილად მიზანმიმართულად, იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ, მათ შორის საზოგადოება წინა დღეს ან დილას არ უნდა იგებდეს იმიშ შესახებ, რომ სახელმიფო უსაფრთხოების ანგარიში გამოდის, - აღნიშნა ფრაქცია "ნაციონლაური მოძრაობის" თვამდჯომარემ, ხატია დეკანოიძემ. 

ანგარიშის დღის მეორე ნახევარში ჩანიშვნას სუსის შეფის გადამალვის მცდელობას აფასებს რომან გოცირიძეც. 

სუსი ხელმძღვანელი მოგყავთ შუაღამით და დილამდე გავაგრძელებთო... ვის აინტერესებს მოსმენა.. ამას ჰქვია გადამალვა. გადამალეს სუსი უფროსი. მოვდიეს ახლა. რა არის იმაზე უფრო მნიშნელოვანი საკითხი, ვიდრე სუსის ანგარიშის მოსმენა  და ის სხვა საკითხები გადავიტანოთ დღის მეორე ნახევარში... მაგრამ არ გინდათ, რომ ეს გაშქდეს არც ტელევიზიით და არც ხალხმა გაიგოს თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორი რეპრესიული სახელმიფო არსებობს, - თქვა ოცირიძემ. 

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა იგეგმება. ანგარიშს დეპუტატებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გააცნობს.

არსებული ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენა ღია სხდომაზე მოხდება, თუმცა კითხვა-პასუხის პროცედურის დაწყების შემდეგ პლენარული სხდომა შეიძლება დაიხუროს.

ფაქტი მოულოდნელი ამოჩნდა ოპოზიციისთვის. გრიგოლ ლილუაშვილს პასუხების გაცემა რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე მოუწევს. მათ შორის, ე.წ. სუსის კრეფსებზე.

მსგავსი სიახლეები