ჩუმად დახურული წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი"-ის დახურვის შესახებ მედიამ პრეზიდენტისგან შეიტყო
ჩუმად დახურული წვრთნები - ქვეყნის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლების ამბავი მთავრობამ მიჩქმალა. სწავლების დახურვის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტისგან გაიგეს.
"ღირსეული პარნტიორი", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ძალისხმევით ტარდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. პრემიერისგან განსხვავებით პრეზიდენტმა დღე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზეც ილაპარაკა.
უკრაინაში მიმდინარე ომი, ყველაფერი ეს, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ასეთი მასშტაბის მარაველეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება. "ღირსეული პარტნიორი 2022" სწავლებაში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი მზაობა და შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. მადლობა მარაველეროვნული სწავლების ტრადიციულ პარტნიორებს და მათ, რომლებიც წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ მნიშვნელოვან წვრთნებში. პირველად ჩაერთო სწავლებაში ვიეტუვა-პოლონეთი- უკრაინის მრავალეროვნლი ბრიგადის პირადი შემადგენლობა, - თქვა პრეზიდენტმა.
ფაქტი შემაშფოთებელი აღმოჩნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, თინცა ხიდაშელისთვის.
სამწუხაროა, რომ მედია არ იყო, რადგან ინფორმაციის მაქსიმა;ურად მიწოდების შესაძლებლსობაც გააქრო ამან. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად გაურბის საქართელოს ხელისუფლება მედიასტან კომუნიკაციას, აქვთ პრობლემა კითხვების, თემებზე საუბრის, რაც მედაის აინტერესებს დღეს. გასაგებია, რომ ეშინია ხალხისაც, - თქვა ხიდაშელმა.