ირანული კომპანია სანქცირებულია, ეკონომიკის სამინისტრო ტყუის - დეკანოიძე

09.09.22 15:04
ირანული კომპანია სანქცირებულია, ეკონომიკის სამინისტრო ტყუის - დეკანოიძე

საეჭვო ფრენა საქართველოს გავლით - ხატია დეკანოიძე ეკონომიკის მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს.

ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, დასანქცირებულია.

მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იქნება სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პირების მიმართ.

ყველამ ნახეთ „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის სტატია, რომელიც არის სანქციების ჯგუფის თანაავტორი ერმაკთან ერთად. მაკფოლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ იგი დასანქცირდება, რადგან ხელს უწყობს რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო გადააქციოს ტერიტორიად, რომელიც გვერდს უვლის სანქციებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი და მცდარი ინფორმაცია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, რა თქმა უნდა, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ავიაკომპანია, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა სანქცირებული არ არის და ევროპაშიც რეგულარულად დაფრინავს. 
 

მსგავსი სიახლეები