,,ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს,, - ოლიგარქს კიდევ ერთი წითელი ბარათი წამოეწია

09.09.22 16:57
,,ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს,, - ოლიგარქს კიდევ ერთი წითელი ბარათი წამოეწია

"ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ  დასანქცირდება" -  რუსეთის სანქცირების ჯგუფიდან ქართველ ოლიგარქს კიდევ ერთი უმკაცრესი  გაფრთხილება წამოეწია.  

მაიკ მაკფოლი "ვაშინგტონ პოსტთან" გამოქვეყნებულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ  თუ საქართველოს დეფაქტო მმართველი არ შეწყვეტს პუტინის დახმარებას უკრაინასთან ბარბაროსულ ომში, სანქციები გარდაუვალი იქნება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მაიკ მაკფოლი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჯგუფში მუშაობს. 

ოპოზიცია მაკფოლის განცხადებას სერიოზულ და ყურადსაღებსიგნალად მიიჩნევს. "ნაციონალური მოძღაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი თავისი ქმედებებით "სახიფათო სპირალში" შედიან. 

რასაც ამ წუთას სახელმიფო დეპარტამენტი ოფიციალურად არ ამბობს, იმას ღიად საუბრობს მაკფოლი და მაკფოლი რომ ღიად საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე სახელმწიფო დეპარტამენტიც ამ გზავნილებით დაიწყებს ხელისუფლებასთან საუბარს. არათუ  არ უნდა აიგდონ ეს განცხადება, სერიოზულად სიგნალად უნდა მიიღონ და მათ ცოტა დრო აქვთ. იგივე დეკემბერიც მოდსი, სადაც მოსთხოვენ, რომ რაიმე ნაბიჯები გადადგან იგივე 12 პუნქტთან დაკავშირებით, რასაც არ აკეთებს "ქართული ოცნება", შესაბამისად, ძალიან სახიფათო სპირალში შედის ბიძინა ივანიშვილიც და მისი კრიმინალური დაჯგუფებაც, - ამბობს ხაბეიშვილი.  

 

მსგავსი სიახლეები