სახალხო დამცველის არჩევის წესი ერთჯერადად შეიცვალა - კანონს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა

09.09.22 17:49
სახალხო დამცველის არჩევის წესი ერთჯერადად შეიცვალა - კანონს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა

სახალხო დამცველის არჩევის წესი ერთჯერადად შეიცვლება. ახალ კანონს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. პროცესში მონაილეობა არ მიიღო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ოპოზიციის უმოქმედობას სახალხო დამცველს მიაწერს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტებს არ სურთ, რომ ხელისუფლება ევრკომისიის 12 პუნქტი შეასრულოს. 

პირველი მოსმენის დროს მეტმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ომბუდსმენთან დაკავშირებულ ცვლილებებს, შემდეგ ვიღაცა ჩაერია ამ ყველაფერში და იმისთვის, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს და ოპოზიციონერ პარლამენტარებს ჰქონოდათ საშუალება მეორე მოსმენაზე გადაეთქვათ პირველი მოსმენის დროს მიღებული გადაწყვეტილება, ომბუდსმენი ჩართო ვიღაცამ საქმეში. ომბუდსმენის მიერ გახმოვანებული პოზიციის შემდეგ მათ უკვე უარი თქვეს მხარდაჭერაზე. მარტივი თამაში იყო დალაგებული და ამას ბავშვიც კი მარტივად წაიკითხავს. მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შეექმნას შევერხება 12 პუნქტის შესრულებას. ამაზე მეტი გამჭვირვალობე ვერ იქნებოდა ჩვენი მხრიდან., საერთოდ უარს ვამბობთ შერჩევის პროცედურეაშ მონაწილეობაზე, მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას მივანდობთ კანდიდატების შერჩევას და მხოლდ ამის შემდეგ ჩავერთვებით საქმეში, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები