ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის საქმის უცხოელ ექსპერტებს ლიცენზია არ მისცა

09.09.22 17:36
ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის საქმის უცხოელ ექსპერტებს ლიცენზია არ მისცა

საჭიროა დამატებითი დოკუმენტაცია - ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია არ მისცა ორ უცხოელ ექსპერტს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ.  უარი ექსპერტებმა დღეს დილით რეგულირების სააგენტოსგან მიიღეს. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე,  ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უფრო მკაფიოდ უნდა განმარტოს, რას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდება, სასამართლოს მიმართოს.

ნობელის პრემიის ლაურეატი და ამერიკის კონგრესისი ოქროს მედლით დაჯილდოებული ექსპერტები დაიწუნეს. ვნახავთ, რა ხარვეზი უპოვეს. იქ მითითებული აქვთ ბოლო 5 წლის  გამოცდილებაო. სავარაუდოდ, სტაჟზეა საუბარი. ვნახავთ, ჩავხედავთ, შეძლებისდაგვარად გამოვასწორებთ. 

პატიმარს უნდა მიეცეს ყველანაირი შესაძლებლობა, ჩაიტაროს სრულყოფილი, ადეკვატური მკურნალობა. მათ შორის შედის, რა თქმა უნდა, ექსპერტიზაც. 

ეს უარი, ეს ყველაფერი, გროვდება, თავს იყრის ერთ კალათაში. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სასამართლოს მივმართავთ. 

სასამართლოს მეშვეობით ავიღებთ ამ ნებართვას - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები