მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა შეცდომა იყო - ედუარდ სააკაშვილი
მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა შეცდომა იყო - მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მისმა შვილმა მოინახულა. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, ედუარდ სააკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას მხოლოდ უკრაინის თემაზე ჰქონდათ საუბარი.
მისი სხეულიც და გონებაც გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე რაღაც გეგმების, მით უმეტეს, პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მგონი, მას გაცნობიერებული აქვს, რომ შეცდომა იყო საქართველოში ჩამოსვლა. ეს უკვე მისგან არაერთხელ გამიგია. მას აღარ უნდა, აქ იყოს, ფიქრობს, რომ არ უნდა ჩამოსულიყო. მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. - განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ედუარდ სააკაშვილმა.