"კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმდჯომარის თავდასხმის სამიზნე ამჯერად ევრპარლამენტარი ანდრიუს კუბულიუსი გახდა. ირაკლი კობახიძის თქმით, კუბილიუსი იმ კამპანიის მონაწილეა, რომელსაც საქართელოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ბოდიში არა მას, არამედ თავად კუბილიუსს აქვს მოსახდელი.
კუბილიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, მე არ ვიცი ახლა, მას რა ამოძრავებს, შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, მაგრამ არ ვიცი... ის არის პირდაპირ ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის ჩართული ამაში, რა ამოძრავებს არ ვიცი, არც მისი მოტივაცია მე არ ვიცი. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართველი საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ევროპარლამენტის რეზოლუცია, კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაცა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს ადამიანი, თავად განსაჯეთ, - თქვა კობახიძემ.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადოს მის კოლეგას, ვიოლა ფონ კრამონს.