ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული აღარაა ქალთა უფლებების დაცვა - ლონდა თოლორაია
ოჯახური ძალდობებების სერია და ათეულობით მოკლული ქალი ქვეყანაში - ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თანხმდებიან, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტების ნუსხაში ქალთა უფლებების დაცვა არ შედის და ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიც სწორედ ამის მიზეზია.
ამ წუთებში გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ორგანიზებით პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს ხვდებიან, მათ შორისაა ყოფილი სახელმწფო ინსპექტორი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიოზაცია ,,კანონის უზენაესობის" ხელძღვანელი, ლონდა თოლორაია.
ქალთა ფემიციდი- ეს თემა გაქრა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ის უნდა დაბრუნდეს პრიორიტეტად ყველა უწყებაში. არა არის საკმარისი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე რეაგირება, როცა დანაშაული მოხდება - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ოჯახურ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ქალი ეწირება.