"იყიდე ბინა 10 ლარად" - კასპის მერის თანამშრომელი ე.წ. თამაშების ორგანიზებაშია მხილებული
"იყიდე ბინა 10 ლარად" - ამ თამაშების ორგანიზების გამო კასპის მერიდან საჯარო მოხელე გაათვისუფლეს.
როგორც ირკვევა გიორგი ორთანიზაშვილი ბილეთებს ყიდდა და ხალხისგან ფულს იღებდა, მიუხედავდ იმისა, რომ საჯარო მოხელეს ამის უფლება არ აქვს.
უფრო მეტიც, სკანდალში გახვეული საჯარო მოხელე ხალხს თამაშების პირდაპირ ტრანსლირებასაც ჰპირდებოდა. კასპის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მძიმე ფინანსურმა პრობლებმა აიძულა და სახლის გაყიდვა ამ გზით უწევს.
გასხვისების ამგვარი გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც ინტერნეტში წააწყდა ინფორმაციას, რომ რამდენიმე წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქემ საკუთარი სახლი გაათამაშა.
გიორგი ორთანიზაშვილი ამბობს, რომ გათამაშების პროექტს გააგრძელებს, რადგან ახლა უფრო მეტი დრო აქვს.
როგორც საჯარო მოხელეს მე მეკრძალება სხვა საქმიანობა. მე ამას საქმიანობად არ ვთვლი, რადგან ამას ყველაფერს მე ვაკეთებ იძულებით. სამსახურშ, როგორც საჯარო მოხელეს, ჩამითვალეს, რომ მე სხვა საქმიანობას ვეწევი, რომელიც სოციალური და იძლებითი პროექტია. შეირიბა კომისია და გამათავისუფლეს სამსახურიდან. ამ პროექტში ჩავდე მე როგორც ჩემი რესურსი, ისე ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის. ახლა მეტი დრო მაქვს და ამიტომაც პროექტი გრძელდება უფრო მეტი ენთუზიაზმით“. - ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.