ეს ადამიანი საქართველოში რუსული ოპოზიციური ფრთის დავალებით იყო შემოსული - ლილუაშვილი ოსიპოვზე

10.09.22 11:35
ეს ადამიანი საქართველოში რუსული ოპოზიციური ფრთის დავალებით იყო შემოსული - ლილუაშვილი ოსიპოვზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გუშინ პარლამენტში რამდენიმე აქტუალურ საკითხს გამოეხმაურა. ერთ-ერთი იყო რუსეთის მოქალაქის, ოსიპოვის ჩვენება, რომლის შესახებაც ლილუაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით მისი ჩვენების შესახებ არგუმენტები და მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა მისი თქმით, ეს ადამიანი საქართველოში რუსული ოპოზიციური ფრთის დავალებით იყო შემოსული. 

თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იმასაც ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი არგუმენტები არ არსებობს.

მან თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ის დავალებით იყო შეგზავნილი რუსული ოპოზიციის იმ ფრთაში, რომელიც ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს დღეს თავს. არც ერთი სამსახური და არც ერთი ქვეყანა არ გაგცემს სწორ პასუხს კითხვაზე არის თუ არა ეს ადამიანი შენს მიერ გამოგზავნილი. ოსიპოვის ჩვენება არის ფურცელი, რომელსაც ჯერჯერობით სხვა არგუმენტები არ ახლავს თან“. - ამბობს ლილუაშვილი.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსს პარლამენტში უსმენდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა  „სუს“-ის ხელმძღვანელმა ოპოზიციაზე თავდასხმით დაიწყო. პოლიტიკურ ოპონენტებს ლილუაშვილმა დესტრაქციული ძალები ეძახა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან  თანამშრომლობა დააბრალა.
 

მსგავსი სიახლეები