ამ კაცმა თუ რამე დააშავა, დადეთ ელემენტარული მაგალითი, თუმცა ასეთი ბუნებაში არ არის - ლილუაშვილი ივანიშვილზე

10.09.22 12:36
ამ კაცმა თუ რამე დააშავა, დადეთ ელემენტარული მაგალითი, თუმცა ასეთი ბუნებაში არ არის - ლილუაშვილი ივანიშვილზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი საქებარი სიტყვებით შეამკო.

გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ივანიშვილმა რამე დააშავა.

ლილუაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ამაყობს ოლიგარქის მიღწევებით.

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ამას ჩემი სამსახური კი არა, მთელი საქართველო უყურებს. კაცმა, რომელმაც დღემდე მოიტანა ის მიღწევები, რითაც ამაყობს დღეს ჩვენი ქვეყნის არა მარტო მთავრობა და სახელისუფლებლო წრეები, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. კარგს კარგი უნდა დაარქვათ, ცუდს ცუდი უნდა დაარქვათ. ამ კაცმა თუ რამე დააშავა, დადეთ რამე ელემენტარული მაგალითი, ელემენტარული ქეისი, გნებავთ სანქციებთან მიმართებაში, გნებავთ არალეგალური საქმიანობის სხვა მიმართულებებით, თუმცა ასეთი ბუნებაში არ არის",- ამბობს ლილუაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები