მოდაშია perception-ის დონეზე საუბარი... ეს პრეზიდენტს არ ეკადრება - ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ პარლამენტში გამოსვლისას, მოსმენების კანონზე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს თუ რამე კონკრეტული ფაქტი აქვს შეუძლია წარმაოდგინოს.
სუს-ის უფროსის თქმით, პრეზიდენტს შეგრძნებების დონეზე საუბარი არ ეკადრება.
ეს მოდაშია perception-ის [აღქმა] დონეზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, ამ შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი არ ეკადრება არცერთ საკონსტიტუციო ფიგურას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს. თუ რამე კონკრეტული გააჩნია მას, შეუძლია წარმოადგინოს", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს პარლამენტმა მოსმენების კანონზე ვეტო დაძლია.