ივანიშვილს თუ რამის თქმა უნდა გახარიაზე, გამოვიდეს და თავად თქვას - პარტია "საქართველოსთვის" "ოთხეულის" წერილზე

10.09.22 13:30
ივანიშვილს თუ რამის თქმა უნდა გახარიაზე, გამოვიდეს და თავად თქვას - პარტია "საქართველოსთვის" "ოთხეულის" წერილზე

ოთხეულის მიერ ახალი წერილის გამოქვეყნებას უკვე მოჰყვა შეფასებები გახარიას პარტიიდან.

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანის, ბერდია სიჭინავას თქმით, ამ ოთხეულის პირით თავად ბიძინა ივანიშვილი გველაპარაკება.

სიჭინავას განცხადებით, ივანიშვილს გახარიასთან დაკავშირებით თუ რამის თქმა უნდა, უნდა გამოვიდეს და თავად უნდა თქვას.

„ამ ადამიანების პირით გვესაუბრება ბატონ ივანიშვილი. და ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები წერილს აქვეყნებენ, ბიძნა ივანიშვილი ატარებს პოლიტიკურ ექსპერიმენტს და განწყობებს ზომავს საზოგადოებაში, თუ როგორ აღიქვამენ მის ამ განცხადებებს. ბატონ ივანიშვილს თუ რამის თქმა უნდა გახარიასთან დაკავშირებით, ან იმ საპოლიციო ღონისძებებთან დაკავშირებით, რომელიც გატარებული იყო მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, კეთილი უნდა ინებოს, თვითონ გამობრძანდეს და ისაუბროს“. - ამბობს ბერდია სიჭინავა.

მეამბოხე დეპუტატებმა დღეს წერილით კიდევ ერთხელ დაარტყეს გიორგი გახარიას და ყოფილ პერმიერ მინისტრს კლუბ „ბასიანსა“ და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციები წამოაძახეს.

მათი თქმით, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა“. დეპუტატების განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.

მსგავსი სიახლეები