ვერ ვიტყვი, რომ „ბასიანთან“ დაკავშირებით ეს მიზანმიმართულად მოხდა - სარჯველაძე გახარიაზე
„ოთხეულისგან“ განსხვავებით, მმართველ გუნდში ფქრობენ, რომ კლუბ „ბასიანთან“ მიმართებაში, გახარიას ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებია.
„ოცნების“ წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმ მომენტში რომ გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება მიეღო, ეს მნიშვნელოვნად შეარყევდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.
შემიძლია ნამდვილად ვთქვა, რომ იგივე 20 ივნისთან დაკავშირებით, კი შეიძლებოდა ცალკეული ფაქტორების მხედველობაშ მიღება. მტკიცების საფუძელი „ბასიანთან“ მიმართებაში, რომ ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, მე პირადად ამას ვერ ვიტყვი. იმ ბოლო მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული მისი მხრიდან გადადგომის შესახებ, ეს რასაკვირველია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას მნიშვნელოვნად შეარყევდა“.- თქვა სარჯველაძემ.
მეამბოხე დეპუტატებმა დღეს წერილით კიდევ ერთხელ დაარტყეს გიორგი გახარიას და ყოფილ პერმიერ მინისტრს კლუბ „ბასიანსა“ და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციები წამოაძახეს.
მათი თქმით, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა“. დეპუტატების განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.