სწორედ ეს პოლიტიკოსები ასხამდნენ ხოტბას გახარიას "ბასიანის" სპეცოპერაციის დროს - ბესელია "ოთხეულზე"
ქართულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა - ასე აფასებს ოპოზიცია ოცნებიდან თითქოს წასული დეპუტატების თავდასხმების ახალ სერიას ამერიკის ელჩსა და ექსპრემიერ გახარიაზე.
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულ ეკა ბესელია ყაველაშვილი, სუბარი, ხუნდაძე, ქადაგიშვილის ახალ წერილს ტრაგი-კომიკურის უწოდებს და ამბობს, რომ სწორედ ეს პოლიტიკოსები ასხამდნენ ხოტბას გახარიას აღნიშნული სპეცოპერაციის დროს.
ეს განცხადება არის მართლაც ტრაგი-კომიკური. თქვენ რომ ამოიღოთ იმ პერიოდის განცხადებები, ყაველაშვილის და დანარჩენების, როდესაც ის სპეცოპერაცია ჩატარდა და უბრალოდ ნახოთ, როგორ აქებდნენ და ხოტბას ასხამდნენ გახარიას იმ პერიოდში. ახლა იმ განცხადებების კვალდაკვალ დღევანდელი განცხადებები, აშკარად ატარებს პერსონალური თავდასხმის ხასიათს". - ამბობს ბესელია.
რაც შეეხება ოთხეულის ამერიკის ელჩზე მორიგ თავდასხმას, ბესელია ამბობს, რომ „ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატები იმ სტრატეგიულ პარტნიორს უჯანყდება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას ცდილობს.
როდესაც ელჩს აბრალებ მსგავს სისულელეს, ეს ნიშნავს, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს უყენებ ბრალდებას, მაშინ, როდესაც სწორედ ეს ქვეყანა ეხმარება საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში და არა ერთი რეფორმის განხორციელებაში“. - ამბობს ბესელია.