ძალოვანები სისტემიდან გარბიან - ქვეყნიდან გაიქცა პოლიციელიც, რომელიც " ოცნებამ" გმირად გამოაცხადა

10.09.22 20:47
ძალოვანები სისტემიდან გარბიან - ქვეყნიდან გაიქცა პოლიციელიც, რომელიც " ოცნებამ" გმირად გამოაცხადა

როგორ არეკეტებს "ოცნება" მის მიერ გმირად გამოცხადებულ პოლიციელებს? 

პოლიციელი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გმირად გამოაცხადა, ქვეყნიდან გაიქცა - მაიორი იოსებ წეველიძე, რომელიც 2015 წელს, შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა მამაცობის ორდენით დააჯილდოვა, ნიუ-იორკში მშენებლობაზე დასაქმდა. 

პოლიციელის დევნა გომელაურის უწყებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილ უფროსს რომელიც თანამდებობიდან წავიდა, სოციალურ ქსელში ფოტო მოუწონა. პირველი პრობლემა რომელიც წეველიძეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეექმნა, პარლამენტარის ოჯახის წევრის ჩხრეკამ გამოიწვია. დააქვეითეს იმიტომ რომ ნინო წილოსანის ძმის მანქანა, რომლიც ძებნაზე იყო დასმული შეაყოვნა და დაათვალიერა. 

იოსებ წეველიძე არ არის ერთადერთი, ვინც იძულებული გახდა ოჯახი და ქვეყანა დაეტოვებინა - გოგა ჭანტურია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი  იყო. ისიც ამერიკაში წავიდა. ჭანტურია ამერიკაში ძმასთან, ლაშა ჭანტურიასთან ერთად წავიდა, ისიც საპატრულო პოლიციის ინსპექტორი იყო. 

მექსიკით წავიდა ამერიკაში და ახლა მშენებლობაზე მუშაობს გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე და ოზურგეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი არჩილ ახალკაცი. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამერიკაში ბულდოზერის ოპერატორად მუშაობდა ვაკე საბურთალოს პოლიციის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზაზა ოსეფაშილი. მან შტატებში წასასვლელად შინაგან საქმეთა სამინისტროში მოპოვებულ ვიზა გამოიყენა. 

ირკვევა, რომ ძალოვნები საცხოვრებლად  მარტო ამერიკაში არ მიდიან. ექსპერტ-კრიმინალისტმა, ეთერ კუნელაშვილმა თავშესაფარი საფრანგეთში მოითხოვა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები