"ოცნებიდან" "წასული" ხუნდაძე და სუბარი დღეს "ოცნების" სხდომას ესწრებოდნენ (ფოტო)

10.09.22 20:17
"ოცნებიდან" "წასული"  ხუნდაძე და სუბარი დღეს "ოცნების" სხდომას ესწრებოდნენ (ფოტო)

ე.წ. ამბოხებული დეპუტატი, რომელიც თითქოს მმართველ პარტიას გამოეყო და ყაველაშვილსა და ხუნდაძესთან ერთად ახალი მოძრაობა შექმნა, დღეს ქართული ოცნების გასვლით სხდომას დაესწრო. 

ფოტოები თავად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა. დეპუტატი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში," „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრაზე დიმიტრი სამხარაძის გვერდით ზის.

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში," „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მმართველი გუნდის პოლიტიკა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეფასდა 2022 წლის განვლილი პერიოდი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.  განსაკუთრებით ხაზი გაესვა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას"- წერია განცხადებაში.  

 

მსგავსი სიახლეები