"დაკერებული ბათინკით დადივართ" - რას პასუხობს მინისტრი ალაპარაკებულ ჯარისკაცებს

10.09.22 22:40
"დაკერებული ბათინკით დადივართ" - რას პასუხობს მინისტრი ალაპარაკებულ ჯარისკაცებს

მინისტრი ალაპარაკებული ჯარისკაცების პირისპირ - სამხედროები "შაბათის ეთერს" მძიმე ისტორიებს უყვებიან და ამბობენ, რომ "გაუსაძლის პირობებშიბ არიან".

მეტიც, ისინი არ მალავენ, რომ იძულებულები გახდნენ, ემიგრაციაში წავიდნენ.

"ასეთი გადინება თუ გაგრძელდა, შეიძლება ჯარი საერთოდ არ გვყავდეს"- აცხადებს გამომძიებელ ჟურნალისტთან ჯარისკაცი. 

საპირისპიროს აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ირწმუნება, რომ "ჯარს სამხედროები მასიურად არ ტოვებენ". 

ბურჭულაძე კატეგორიულად უარყიფს ჯარისკაცების კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ დახეული ბათინკები აცვიათ: "მაგალითად გაგეხა ფეხსაცმელი, გეუბნებიან, რაც გინდა ქენი, ხალხი დაკერებული ბათინკით დადის". 

რაც შეეხება რუსული საკვების სკანდალს, საკითხმა თავდაცვის მინისტრი წყობიდან გამოიყვანა, მან "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს "ქვეყნის მტერი" უწოდა. 

ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სიუჟეტი

 

 

 

მსგავსი სიახლეები