კონსპირაციული მოლაპარაკებები რუსეთთან - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

11.09.22 11:16
კონსპირაციული მოლაპარაკებები რუსეთთან - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის სკანდალურ რეპორტაჟის შემდეგ ოპოზიცია დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საუბარია საქართელოს ხელისუფლების რუსეთის უშიშრების წარმომადგენლებთან კონსპირაციულ შეხვედრებზე, რომლებსაც სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილიც ესწრებოდა. გასაიდუმლოებულ შეხვედრებში ასევე, შსს-ს მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომეალურიც მონაილეობდა.

ხელისუფლების ოპონენტები სოსო გოგაშვილის დაკითხვას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი მომხდართან დაკავშირებით ბევრ ინფორმაციას ფლობს.

ენმ-ს წევრის ნუგზარ ლორთქიფანიძის თქმით, თუკი მომხდარის დადასტურების შემთხვევაში, ხელისუფლება კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. 

ოკუპანტ ქვეყანასთან არალეგალური კონტაქტები და ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები არის პირდაპირი ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების. ახლა უკვე ცხადი ხდება თუ როგორ ხდებობდა გადაცემა ქართველი სამხედროების ინფორმაციის რუსეთის დაზვერვისთვის, თუ როგორ ხდებოდოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება იმისთის, რომ როგორმე მოეპოვებინათ რუსეთის კეთილდღეობა. თუ ეს ფაქტები დადასტურდა, ეს არის პირდაპირი საფუძველი იმის, რომ ეს ხელისუფლება გამოცხადდეს კანონგარეშედ, - ამბობს ნუგზარ ლორთქიფანიძე. 

 

 

ოპოზიციასტან ერთად გამოძიების დაწყებას ითხოვს არასამთავორბო სექტორიც. "ანტიკორუფციული მოძრაობა" მტკიცებულებების ბრიუსელშ ჩატანას გეგმავს .

ეს არის მძიმე დანაშაული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გმირების და ჩვენი თავისუფლების. სუსის ქართველი ოფიცრების რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრებს  ემსახურებდონენ შეხვედრებზე, ქეიფებზე, როგორც მომსახურე პერსონალი, როგორც ოფიციანტები და შესაბამისად, ეს არის სამარცხვინო, ეს არის კატასტროფა ჩვენი უსაფრთხოების სისტემისთის და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, რეჟიმი თავის თავს არ დაიჭერს, მაგრამ თავისუფლებული პროკურატურა გადაცემის დასრულებისთანავე დააკავებდა ვახტანგ გომელაურს. ერთი გამოსავალი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გამოიყენონ ის საერთაშოიროს ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო სანქციები, - ამბობს მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა. 

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი - საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრე სამსახარძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და დეტალურად ყვება, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფეფთან შესახვედრად. 

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ კონსპირაციული მოლაპარაკებები  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის  სამ მაღალჩინოსანს შორის, ვლადიკავკაზში ხეთაგუროვის გამზირზე 20 ნომერში შედგა.

ირკვევა, რომ 2016 წლის დეკემბერში თბილისიდან სრულიად საიდუმლოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შავი "ჯი ელით" ოთხი ადამიანი გაემგზავრა - სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი, იოსებ ჭელიძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ირაკლი ჩიმაკაძე და სუს-ის რიგითი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც გოგაშვილის პირადი მცველი იყო. 

ალექსანდრე სამხარაძე იხსენებს, რომ შეხვედრაზე პირისპირ მხოლოდ სოსო გოგაშვილი შევიდა.

 

მსგავსი სიახლეები