"ოცნებიდან" განდგომილი დეპუტატები მმართველი პარტიის სხდომაზე - ოთხეული განმარტებებს არ აკეთება
რატომ ესწრებოდნენ "ქართული ოცნებიდან" "წასული" დეპუტატები მმართველი პარტიის სხდომას - "განდგომილები" განმარტებებს არ აკეთებენ. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც "პირველების" სატელეფონო ზარს უპასუხა, მიხეილ ყაველაშვილი იყო, თუმცა კონკრეტული პასხუი კითხვაზე არც მას გაუცია.
ხვალ შემეხმიანეთ, გასული ვარ ქალაქიდან, - უთხრა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებიც თითქოს მმართველ პარტიას გამოეყვნენ, გუშინ "ქართული ოცნების" გასვლით სხდომას დაესწრნენ.
ფოტოები თავად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა. დეპუტატები კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში," „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ.