"იმდენად გათავხედნენ, რომ "ოცნებისგან" ფორმალური გამიჯვნაც კი არ ხდება" - გოცირიძე ოთხეულზე

11.09.22 11:46
"იმდენად გათავხედნენ, რომ "ოცნებისგან" ფორმალური გამიჯვნაც კი არ ხდება" - გოცირიძე ოთხეულზე

კაჭრეთში "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე განდგომილი ოთხეული გამოჩენა ოპოზიციას არ უკვირს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ფორმალურად მმართველი პარტია, ბიძნა ივანიშილი და ფორმალურად წასულები, ერთი მთლიანია და მათი მიზანია საქართელოს ევრკავშირისკენ სვლის შეფერხებაა.

იმდენად გათავხედნენ, რომ უკვე ფორმალური გამიჯვნაც კი არ ხდება აი, ამ მოღალატე ოთხეულისა "ქართული ოცნებისგან" . მათი მთავარი მიზანია ევროკავშირისკენ საქართელოს სვლის შეჩერება და ეს ადამიანები ახლა, ღონისძიებაზე, რომელიც როგორც წესი, ბანკეტით და ღვინის სმით მთავრდება, ასე უტიფრად გამოგვეხცადნენ კამერების წინ. "ქართული ოცნება", ოთხეული და ბიძნა ივანიშვილი, ეს არის ერთი ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება, - ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებიც  თითქოს მმართველ პარტიას გამოეყვნენ,  გუშინ "ქართული ოცნების" გასვლით სხდომას დაესწრნენ.

ფოტოები თავად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა. დეპუტატები კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში," „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ

მსგავსი სიახლეები