პრიმაკოვის სახელობის ცენტრი დასანქცირდა - ორგანიზაციას თიბისი ბანკმა ანგარიშები დაუხურა

11.09.22 11:52
პრიმაკოვის სახელობის ცენტრი  დასანქცირდა - ორგანიზაციას თიბისი ბანკმა ანგარიშები დაუხურა

დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაცია დასანქცირდა. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრს თიბისი ბანკმა ანგარიშები დაუხურა.

ოფიციალური მიზეზი ცენტრის დამფუძნებელია, რომელიც საერთაშოიროს სანქცირებულთა სიაში ხვდება. საუბარია ალექსანდრ გორჩაკოვსა და მის ფონდზე, იმ ორგანიზაციაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის მომხრეა. 

ფონდის კვალის დიმიტრი მედვედევამდე მიდის, თავად გორჩაკოვს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, რამაც, საბლოოდ, პრიმაკოვის ფნდის რუსული ფული ბანკგარეშე დარჩა. 

თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რმ საბანკო ტერორის მსხვერპლია. 

ეს არის სახიფათო პრეცედენტი სახელმიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინდაინ თუკი ეს პრეცენდენტი მიიღებს შემდგომ ხასიათს, გამოდის, რომ ფინანსური საბოტაჟის დარტყმის ქვეშ მოექცევა მთლიანად სახელმწიფო. ბუნებრივია, ახლა, ამ წუთას, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გვაფიქრებინებს, რომ მის უკან დგას უშუალდო პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე და მის უკან მდგომი მისი ედვაიზერი კელი დეგნანი. ის ხაიფათო რპეცედენტი, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის ბანკში სვისკაპიტალის მიერ, ბატონი ბიძნა ივანიშვილის მიმართ, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ფინანსური დასჯის ინსტრუმენტი აემოქმედებინა და ამჯერად უკვე საქართველოში გადოვიდნენ აი, ასეთი პრეცედენტი შექმნეს, - ამბობს ლორთქიფანიძე. 

გორჩაკოვის კომპანია და თავად ფონდი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიების მიზანი რუსეთს მიერ  კეთილგანწყობის გაღვივებაა. 

მსგავსი სიახლეები