უკანონობასთან ბრძოლა შერჩევით - კურორტ გომის მთაზე უკანონო მშენებლობები გრძელდება

11.09.22 12:05
უკანონობასთან ბრძოლა შერჩევით - კურორტ გომის მთაზე უკანონო მშენებლობები გრძელდება

კორუფციასთან და უკანონობასთან ბრძოლა შერჩევით და ფასადურად - საქართველოს პროკურატურა უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ კურორტ გმის მთაზე უკანონო მშენებლობებს ებრძვიან და მიტაცებულ ნაკვეთებს სახელმიფოს უბრნებენ.

ამის მიუხედავად, "პირველებმა" გაარკვია, რომ უკანონობასთან ბრძოლა შერჩევითია და კურორტზე ახლაც მშნებელობები მიმდინარეობს. ააშენა და ააშენებს ყველა, ვინც ხელისუფლებასთან დაახლოებულია, უკანონოდ აშენებული ფეშენებელური სახლებისთვის კი არავინ დაისჯება.

აღნიშნულს ადასტურებენ თავად მშენებლებიც.

ყველა სახლი არის აშენებული უნებართოდ. 1000 სახლი აშენდა, მაგრამ მე, როგორც კანონმორჩილმა ვიცადე, ველოდე, რომ ნებართვას მომცემდნენ, მაგრამ არ მომცეს, ამიტომ იძლებული გავხდი, რომ დამერღვია კანონი, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

შერჩევით სამართალზე საუბრობს ოპოზიციაც.

დღეს პროკურატურის ძაით ართმევენ ქონებებს, იბარებენ პროკურატურაში ღამის საათებში, ათობით საათს ჰკითხავენ და შემდგომ იუსტიციის სახლში  იძულების წესით ქონებას სახელმიფოზე აჩუქებინებენ. ეს არის ტოტალური ყაჩაღობის მაგალითი, რომელსაც ქალბატონო წულუკიანის წახალსებით დღეს პროკურატურა ეწევა, - ამბობს ენმ-ს აბჭოს წევრი ბესიკ ქათამაძე. 

მსგავსი სიახლეები