ხელისუფლების საიდუმლო შეხვედრები მტერთან - პროკურატურა დუმს, დუმს "ოცნებაც"

11.09.22 13:33
ხელისუფლების საიდუმლო შეხვედრები მტერთან - პროკურატურა დუმს, დუმს "ოცნებაც"

ხელისუფლების საიდუმლო შეხვედრები მტერთან - პროკურატურა დუმს. საუბარია ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის სკანდალურ რეპორტაჟზე რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის უშიშრების წარმომადგენლებთან კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდა. 

სკანდალურ რეპორტაჟთან დაკავშირებით დუმს "ქართული ოცნებაც".

ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

გუშინ, გომელაურის სახლში უნდა მომხდაიყო ჩხრეკა, ნორმალური სახელმიფოს პირობებში. გუშინ გომელაურის აყვანა უნდა მომხდაიყო სახელმიფოს ღალატის ბრალდებით და შესაბამისად, ეს იქნებოდა ადექვატური პასუხი ნორმალური ხელისუფლებისგან, მაგრამ ვიცით, რომ არათუ შს მინისტრი, არამედ პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი პირადა თანამშრომლობენ კრემლთან. ერთადერთი გამოსავალი ახლა ამ სიტუაციიდან, რომ ჩენმა დასავლელმა პარტნიორებმა ეს კონკრეტული ჩვენება მიიღონ მტკიცებულებად და უზრუნველყონ ძალიან სწრაფად ამ სიის, რომელიც დადო უკრაინის მთავორბამ, დასანქცირება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი - საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრე სამსახარძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და დეტალურად ყვება, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფეფთან შესახვედრად. 

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ კონსპირაციული მოლაპარაკებები  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის  სამ მაღალჩინოსანს შორის, ვლადიკავკაზში ხეთაგუროვის გამზირზე 20 ნომერში შედგა.

ირკვევა, რომ 2016 წლის დეკემბერში თბილისიდან სრულიად საიდუმლოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შავი "ჯი ელით" ოთხი ადამიანი გაემგზავრა - სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი, იოსებ ჭელიძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ირაკლი ჩიმაკაძე და სუს-ის რიგითი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც გოგაშვილის პირადი მცველი იყო. 

ალექსანდრე სამხარაძე იხსენებს, რომ შეხვედრაზე პირისპირ მხოლოდ სოსო გოგაშვილი შევიდა.

 

მსგავსი სიახლეები