"ეს არ იყო პარტიის სხდომა" - გურამ მაჭარაშვილის განმარტება

11.09.22 13:41
"ეს არ იყო პარტიის სხდომა" - გურამ მაჭარაშვილის  განმარტება

"ქართულ ოცნების" მიერ კაჭრეთში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით "პირველებთან" პირველი განმარტება გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. დეპუტატის მტკიცებით,  სხდომა პარტიული არ იყო და მასზე დასრების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 

პარტიულზე ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავესრებით, იმიტომ, რომ დავტოვეთ პარტია და ფრაქცია. შესაბამისად, ეს იყო  პარლამენტის წევრების ანუ საპარლამენტო უმრავლესობის და არა პარტიის ხდომა. ამათ შორის არის დიდი განსხვავება. რაიონში ვიმყოფები, შეხვედრები მაქვს ამომრჩეველთან ლაგოდეხში და ყვარელში, - თქვა მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებიც  თითქოს მმართველ პარტიას გამოეყვნენ,  გუშინ "ქართული ოცნების" გასვლით სხდომას დაესწრნენ.

ფოტოები თავად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა. დეპუტატები კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში," „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები