თანამდებობის პირებად რუსული ჩინოვნიკები გვყავს - სამხედრო ექსპერტი
გასამრთლდებიან თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერები სამშობლოს ღალატისთვის - სამხედრო ექსპერტებს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
ექსპერტ აკია ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლების სათავეში რუსული ჩინოვნიკები დგანან, რომლებიც რუსულ ამოცანებს ასრულებენ.
პირდაპირ რუსული ჩინოვნიკები გვყავს თანამდებობის პირებად და ისინი რუსეთის ამოცანებს ასრულებენ. ეს არის ერთ-ერთი ამოცანა რუსული, რომ გაკეთდეს კორიდორები აკრძალული ტვირთების გასატარებლად რუსეთის მიმართულებით, რათა რუსეთმა შეძლო თავისი ამოცანების შესრულება. თავის თავს ხომ არ დაიჭირენ? სამშობლოს ღალატის ფაქტი მომხდარია, უბრალოდ, სანამ ხელისუფლება არ გამოიცვლება, ამაზე რეაგირება ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება, ისიც რუსულია, - ამბობს მოძრაობა" თავისუფლებისთვის წინააღმდეგობის ფრონტის" ლიდერი აკია ბარბაქაძე.
ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი - საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრე სამსახარძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და დეტალურად ყვება, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფეფთან შესახვედრად.
სუს-ის ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ კონსპირაციული მოლაპარაკებები რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის სამ მაღალჩინოსანს შორის, ვლადიკავკაზში ხეთაგუროვის გამზირზე 20 ნომერში შედგა.
ირკვევა, რომ 2016 წლის დეკემბერში თბილისიდან სრულიად საიდუმლოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შავი "ჯი ელით" ოთხი ადამიანი გაემგზავრა - სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი, იოსებ ჭელიძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ირაკლი ჩიმაკაძე და სუს-ის რიგითი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც გოგაშვილის პირადი მცველი იყო.
ალექსანდრე სამხარაძე იხსენებს, რომ შეხვედრაზე პირისპირ მხოლოდ სოსო გოგაშვილი შევიდა.