საიდუმლო შეხვედრები რუს გენერლებთან - ხელისუფლება იმალება
ნოდარ მელაძის შაბათის რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება - რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან 48 საათია გასული, თუმცა სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მაღალჩინოსანი მედიას ემალება.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნი კი მზად არის პოკურატურას ჩვენება მისცეს, და გამოძიებასთანაც დაადასტუროს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის უშიშრების წარმომადგენლებთან კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდა.
გოგაშვილი ამბობს, რომ გამომძიებლებს ეტყვის, რატომ ჩადიოდნენ ოკუპატ ქვეყანაში და ვის დავალებებს ასრულებდნენ.
სუს-ის ყოფილი თანამშრომლების აღიარება ოპოზციისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ "ქვეყანას ანტდასავლური რეჟიმი მართავს".
ივანიშვილის რეჟიმის მთელი პლათფორმა ანტიდასავლურია. ამა დაემატა მათი ყოფილი უმაღლესი თანამდებიბის პირების აღიარებითი ჩვენებები.
გოგაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ბურჯი "ქართული ოცნების" ამიტომ აქამდე თუ ეჭვები არსებობდა, ახლა მტრულად განწყობილი ქვეყნის მაღალჩინოსნების პირებთან გამართული მალული შეხვედრების შესახებ ვიგებთ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი ამ ხელისუფლების დელეგიტიმაციისა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯერ კიდევ ზღვაში წვეთია და კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოჰყვება, რაც ერთის მხრივ საერთაშორისო მეგობრების მხრიდან "რუსული ოცნების" დასანქცირების პროცესსს გააიოლებს და ამავე დროს ხელს შეუწყობს საზოგადოების მობილიზებას"- განაცხადა "ტვ პირველთან" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერა, ნიკა მალიამ.
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.