ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა - "პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები გამოკითხეს

12.09.22 13:56
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა - "პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები გამოკითხეს

წაუყენებენ თუ არა ძმებ კაკულიებს ბრალს ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე - "პირველებმა" გაარკვია, რომ გურამ და დავით კაკულიები გამომძიებლებმა ციხეში გამოკითხეს. 

პროკურატურა დაინტერესდა რა შემხებლობა ჰქონდათ ახალგაზრდებს 22 წლის ბიჭის მკვლელობასთან. 

კითხვაზე დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი ძმებს, საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. "შესაბამსისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ყველაფერია მოსალოდნელი". 

პროკურის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს: 

აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის მოწმეთა დაკითხვები, ასევე, სხვა რიგი საპროცესო მოქმედებები. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თარიღებს, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, ამის შესახებ მოკლებული ვარ შესაძლებლობას გესაუბროთ"- განაცხადა შაიშმელაშვილმა. 

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

ცნობილია, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.

ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს, ჩაცხრილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკველობისთვის დაკავებული აკო ჭელიძე ციხეში 17, ხოლო  გიორგი კავილაძე 16 წელს გაატარებს.

მსგავსი სიახლეები