,,ოცნება" ქართულ ჯარში არსებულ პრობლემებს არ აღიარებს
"თავდაცვის ძალებში იდეალური პირობებია, სამხედროებს მზარდი ანაზღაურება აქვთ და ნატოს სტანდარტების ტანისამოსი აცვიათ" -,,შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების მიუხედავად ,,ქართულ ოცნებას" არ სურს, შეიმჩნიოს პრობლემები, რომელიც ჯარშია.
თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ხდება სულ უფრო მიმზიდველი საზოგადოებისთვის. ჩვენს პირობებში განხორციელდა არაერთხელ ხელფასების მატება, მათთვის საცხოვრებელი პირობების, კვების გაუმჯობესება.
არანაირ მასობრივ გადინებებს თავდაცვის ძალებიდან ადგილი არ აქვს - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, მისი მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, აღიარებს, რომ ჯარისკაცების გადინება რეალური ფაქტია.
ყოველთვის იყო გადინება და შემოდინება, ეს პროცესია - თქვა მან.
ეს პროცესია, ასეთი გადინება და შემოდინება ყოველთვის იყო. თავდაცვის მინისტრი არ მალავს ინფორმაციას, ეს არის ინფორმაცია, რომელიც სენსიტიურია და თავდაცვის მინისტრმა იცის, რა თქვას და რა არა - აცხადებს ჩაჩიბაია.
სამხედროები "შაბათის ეთერს" მძიმე ისტორიებს უყვებიან და ამბობენ, რომ "გაუსაძლის პირობებში არიან". მეტიც, ისინი არ მალავენ, რომ იძულებულები გახდნენ, ემიგრაციაში წავიდნენ.
'ასეთი გადინება თუ გაგრძელდა, შეიძლება, ჯარი საერთოდ არ გვყავდეს"- აცხადებს გამომძიებელ ჟურნალისტთან ჯარისკაცი.