გომელაურის საიდუმლო შეხვედრები რუს გენერლებთან - "ოცნება" ირწმუნება, რომ არაფერი იცის
შაბათის ეთერის ჟურნალისტურმა გამოძიებამ "ქართული ოცნება" ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ კონსპირაციული შეხვედრების შესახებ არაფერი იცის. ამის მიუხედავად, ივანიშვილის გუნდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ბლოკავს.
"პირველების" ინფორმაციით, როდესაც ღარიბაშვილი პოსტზე აღარ იყო, კრემლთან შუამავლის როლს მისი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ასრულებდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ არც ამის შესახებ იციან რაიმე.
ზედელაშვილს არ ვიცნობ საერთოდ და წარმოდგენა არ მაქვს. იმ პერიოდში, 2015-ში გუნდის წევრიც არ ვიყავი, 2016 წელში შევუერთდი გუნდს. წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი ვინ სად დადიოდა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ რუსული მოგონილი ნარატივი არის დამაზიანებელი არა "ქართული ოცნებისთვის", არამედ საქართველოსთვის და ეს არის საქართველოს მტრობა და ვინცნარატივს იგონებს, ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშბლოებს. ეს რუსული ნარატივი ემსახურებოდა ერთადერთს, დააზიანონ "ქართული ოცნება", ოღონდ ამით ზიანდება თქვენი სახელმწიფო, თქვენი ქვეყანა, ტქვენი სამშობლო, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს აბსურდულს უწოდებს დედაქალაქიც მერიც. კახი კალაძის მტკიცებით, საიდუმლო შეხვედრებტან დაკავშირეით მტკიცებულებები არ არსებობს.
ეს არის სრული აბსურდი და სისულელე... ამის მტკიცებულებები რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. განცხადებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ეს განცხადებები აგებულია აბსურდზე და არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება, - ამბობს კალაძე.
რამდენიმე წუთში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერებსსკანდალურ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწევს.
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.