სახალხო დამცველის არჩევის საკითხი - შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან შეხვედრებს მართავს

12.09.22 15:41
სახალხო დამცველის არჩევის საკითხი - შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან შეხვედრებს მართავს

სახალხო დამცველის არჩევის საკითხი - შალვა პაპუაშვილი კონსულტაციებს მართავს. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომელსაც ხუთი ოპოზიციური პარტიის დეპუტატი და უმრავლესობის ლიდერები დაესწრნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ტექნიკური შეხვედრა იყო და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მათ ერთი კონსულტაცია კიდევ დასჭირდებათ. პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმები უნდა ჩამოთვალოს, რომელსაც სახალხო დამცველის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც უკვე კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

შეხვედრა იყო ტექნიკური ხასიათის. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ბრაძანება, რომელიც დააორგანიზებს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს, გამოითქვა კონკრეტული შენიშვნები. კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა იქნება, სადაც საბოლოო ვერსია განისაზღვრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დოკუემნტი საკმაოდ ტექნიკურია, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

პაპუაშვილს ბოიკოტი დღეს მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელმა" გამოუცხადა.  პროცესს ვაშაძის გუნდი უნდობლობას უცხადებს.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ამ კონსულტაციებშ არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვთვლით, რომ ის ცვლილება, რომელიც სახალხო დამცველტან დაკავშირებით მიიღო "ქართულმა ოცნებამ" არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციას, რადგან არ არის უფრო გამჭვირვალე პროცესი, არ არის უფრო ინკლუზიური პროცესი და არ არის უფრო დემოკრატიული და არ ემსახურება უფრო დამოუკიდებელი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, - ამბობს პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები